წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიამ მსოფლიო ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა. ბოლო შეხვედრა ქართველმა მოზარდებმა ბრაზილიელ თანატოლებთან გამართეს და 0:2 დამარცხდნენ, მანამდე წალენჯიხის გუნდმა შვეცარია დაამარცხა. წალენჯიხის აკადემია სამშობლოში მნიშვნელოვანი შედეგით ბრუნდება. გუნდი, რომელიც პირველად მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატში საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.