“როგორც მთლიანად საქართველო, ასევე გურია, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენ 26 ოქტომბერს ავირჩევთ გზას ევროპისკენ, რომელიც გადის ნომერ ოთხზე“
ეს განცხადება პარტია “ახალის” ერთ ერთმა ადგილობრივმა ლიდერმა, ნინა კილაძემ, “გურიის მოამბესთან” საუბარში, ოზურგეთში, პარტიული ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ გააკეთა,
ნინა კილაძემ, პარტიის სხვა ოზურგეთელ მხარდამჭერებთან ერთად, პარტია “ახალის” რაიონული ორგანიზაცია, ოზურგეთში, გუშინ დააფუძნა.
„„დღეს გვქონდა შეხვედრა ოზურგეთის მოსახლეობასთან, ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან ერთად. განვიხილეთ საკითხები თუ რატომ უნდა მივცეთ ხმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურ ოპოზიციას. რატომ ნომერი ოთხი, რატომ ევროპას და რატომ არა რუსეთს, იმედი მაქვს როგორც მთლიანად საქართველო, ასევე გურია, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენ 26 ოქტომბერს ავირჩევთ გზას ევროპისკენ, რომელიც გადის ნომერ ოთხზე“
განაცხადა კილაძემ.