”მინიმალური [ზომები] არის მაღალი რანგის ვიზიტების შემცირება, ფონდების გაყინვა, მაქსიმუმი გახლავთ უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ამ პერიოდებში ასევე იქნება სანქციები მაღალი რანგის წარმომადგენლებისთვის.
შეიძლება გაუქმდეს დიპლომატიური ვიზები და ევროკავშირმა შეიძლება მოითხოვოს ვიზის მიღება, მათ ვისაც დიპლომატიური პასპორტი აქვთ. ყველაზე მკაცრია უვიზო რეჟიმის გაუქმება და მსუბუქი არის ფონდების შეკვეცა და ორმხრივი ვიზიტების რაოდენობის შემცირება…
ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ეს არის ბირთვული იარაღის აფეთქების მსგავსი და ევროკავშირი ამას მაქსიმალურად ერიდება, პირიქით ქვეყნის ლიდერებზე არის გამახვილებული ახლა აქცენტი.”
განაცხადა რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარმა რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ფორმულას ეთერში.