1:0 – საქართველოს ნაკრებმა გოლი გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-2 წუთზე, გიორგი მიქაუტაძის პასით გოლი დაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
გელზენკირხენში, აუფშალკე არენაზე საქართველო-პორტუგალიის მატჩი მიმდინარეობს.
სტადიონი ქართველი გულშემატკივრებით არის სავსე, ფრიალებს საქართველოს ეროვნული დროშები, ისმის ქართული შეძახილები.
შეგახსენებთ გუნდების შემადგენლობებს:
საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.
პორტუგალია: დიოგო კოსტა, გონსალო ინასიო, ანტონიო სილვა, დანილო, დიოგო დალო, პედრო ნეტო, ჟოაო პალინია, ჟოაო ნევესი, ჟოაო ფელიქსი, ფრანსისკო კონსეისაო, კრიშტიანუ რონალდუ.