საქართველოს ნაკრებმა გოლი გაიტანა – ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა

1:0 – საქართველოს ნაკრებმა გოლი გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-2 წუთზე,  გიორგი მიქაუტაძის პასით გოლი დაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

გელზენკირხენში, აუფშალკე არენაზე საქართველო-პორტუგალიის მატჩი მიმდინარეობს.

სტადიონი ქართველი გულშემატკივრებით არის სავსე, ფრიალებს საქართველოს ეროვნული დროშები, ისმის ქართული შეძახილები.

შეგახსენებთ გუნდების შემადგენლობებს:

საქართველო: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

პორტუგალია: დიოგო კოსტა, გონსალო ინასიო, ანტონიო სილვა, დანილო, დიოგო დალო, პედრო ნეტო, ჟოაო პალინია, ჟოაო ნევესი, ჟოაო ფელიქსი, ფრანსისკო კონსეისაო, კრიშტიანუ რონალდუ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share