”მიშიზმი არ ვარგა, თანამედროვე სამყაროში ალბათ კიმ ჯონგ უნისტები თუ მოიძებნებიან, დაახლოებით ასეთი დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები ხდება, პუტინისტებიც კი აღარ აკეთებენ ამას, მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჯონგ უნისტები აკეთებენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება ერთი ადამიანის ახირებაზე, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, სახელმწიფომ გადაწყვეტილებები მიიღოს. “ნამდვილად ვეღარ წარმომედგინა, რომ მიშიზმი “ნაცმოძრაობის” ბევრ ლიდერში, სისხლსა და ხორცში იყო გამჯდარი” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.