მეწისქვილე საყვალა და როგორ შეითვისა გურულებმა დასავლეთით მონაბერი რეზონომეტრი
.
მოსე გოგიბერიძე ერთ-ერთ ბარათში ხიდისთაველ მეწიქვილე საყვალა დუმბაძეზე წერდა: „გამოიცვალა გურია. საყვალა ქვრივ-ობლებს მინდს (საფქვავის საფასურს ნატურით) არც კი ახდევინებდა. ახლა იმ წისქვილში საყვალას მაგივრად დგას სასწორი, რომელიც აღარ არჩევს მდიდარსა და ღარიბს. სასწორის ენა ისევე ულმობელია, როგორც მისი მეპატრონე ვაჭარი“.
.
„გურული არ არის ცბიერი და წვრილმანი. გურული გულალალია და წინდაუხედავი. ამიტომ ხშირად თავის უბედურია. იგი ცდილობს ჩანდეს დიდ ფონზე. გურულ პატარა კაცსაც კი დიდი სახელი უყვარს. იყო ერთი მოხუცი მეწისქვილე საყვალა. იგი ჩვეულებრივ საუბარშიც კი გერმანიის ან მსოფლიო მუშათა მოძრაობის რომელიმე გამოჩენილ ლიდერზე შეჩერდებოდა. ამ ფორმით შეითვისა გურულმა დასავლეთით მონაბერი რეზონომეტრი და რევოლუცია.“
.
– მოსე გოგიბერიძე – „რუსთაველი პეტრიწი პრელუდიები“ 1978
– ხიდისთავი მაღლიდან – ანტონ გოგიაშვილი 1904 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა