მოსე გოგიბერიძე 1913 წლის ოზურგეთზე
.
„ოზურგეთში საქრთველოს ინტელიგენციის თვალსაჩინო ჯგუფი: ცხოვრობდა ან მუღმივ, ან დროგამოშვებით მაინც. ჩამოყალიბდა ახალგაზრდათა ჯგუფები: სოციალ-დემოკრატიული (ე. წ. ეზდეკების ჯგუფი), რომელსაც უფრო ლიტერატურული მისწრაფებები ამოძრავებდა, და ფედერალისტების ჯგუფი კვარაცხელიას მეთაურობით, რომელიც უფრო პოლიტიკური მისწრაფებებით იყო გატაცებული.
.
ამ ორ ჯგუფს შორის იმართებოდა პაექრობა. ავიკლეთ მთელი ქალაქი. საითკენაც კი გაიხედავდით, შიგ ოზურგეთის ცენტრში, ჭადრების ძირას თუ ძველ ბოტანიკურ ბაღში, გურული ოდის აივანზე თუ სკოლის ეზოში, ყველგან კამათი იყო გამართული ხსენებული ორი ჯგუფის წევრებს შორის და ყოველივე ეს ხდებოდა რუსეთის ხელისუფალთა თვალისა და ცხვირის წინ, დაუბრკოლებლად და დაუფარავად.“
.
– მოსე გოგიბერიძე – „რუსთაველი პეტრიწი პრელუდიები“ 1978
– ნინო გურიელის სახლი ოზურგეთში (უცნობი მხტვარი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა