ბრძოლა ლეღვასთან – 1855 წლის 18-19 იანვრის ღამე

1854 წლის 4 ივნისს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში დაამრცხების შემდეგ, თურქები იძულებულნი გახდნენ შეექმნათ თავდაცვითი ზღუდეები გურიის საზღვართან, რის გამოც მოაწყვეს სიმაგრეები ლეღვასა და ოჩხამურში, აქ არსებულ ბანაკებში განათავსეს თავიანთი მოწინავე რაზმები თითოეულში 2000 ჯარისკაცის შემადგენლობით.
.
გურიის საზღვართან განლაგებული გურიის მილიციის მეთაურმა შტაბს-კაპიტანმა გურიელმა განახორციელა საკმაოდ წარმატებული თავდასხმა თურქების ბანაკებზე. კერძოდ 18 და 19 იანვრის ღამეს გურიის მილიციამ გადალახა საზღვარი ჩოლოქის პოსტთან არსებულ ხიდთან და სწრაფად გადაადგილდა ლეღვისაკენ, რის შემდეგაც გააფთრებული გურიის მილიცია თავს დაესხა მათთან საბრძოლველად ბანაკიდან გამოგებებულ თურქ მეომრებს.
.
მიუხედავად მათი რიცხობრივი უპირატესობისა მტერი დაამარცხებული და უკან ბანაკში გაიქცა, დადევნებული გურულები თურქების ბანაკში შეიჭრნენ და დაიწყეს მათი განადგურება.
.
ამ დროისათვის ოჩხამურში დაბანკებული თურქების ჯარი უკვე დაძრული იყო და ჩქარი სვლით მიემართებოდნენ ლეღვისაკენ, მაგრამ გზაზე გადაეყარენ გურიის დრუჟინის ასეულს დავით ჯაყელის მეთაურობით. ხანგრძილივი ორმხრივი სროლების შემდეგ თურქები გაიქცნენ.
.
ლეღვაში პირველივე გასროლის შემდეგ მიმდებარე გურიის სოფლების შეიარღებული მოსახლეობა თავად თავდგირიძის მეთურობით სწარაფად გაეშურნენ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად. გურულების თავდადებული ბრძოლა დასტურია საზღვრისპირა მოსახლეობის საერთო სულისკვეთებისა.
.
თურქებმა ბრძოლაში მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს, ჩვენი მხრიდან კი დაიღუპა 4 და დაიჭრა 39 კაცი.
.
„სანკტ-პეტერბუგსკიე ვედომოსტი“ (Санкт-Петербургские ведомости) 1855.02.28
ნახატი ბორის კოლიუბკინის წიგნიდან – Колюбакин, Борис Михайлович Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share