26 მაისი გურიაში

გურიაში მიტინგები და საზოგადოებრი თავყრილობები იმდენად ჩვეულებრივი და ტრადიუციული მოვლენა გახლდათ, რომ 1921 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ოზურგეთში შეკრებული მომიტინგეებისათვის დაუჯერებელი იყო, რომ ახალი მთავრობა მიტინგს სისხლიანი ანგარიშწორებით დაარბევდა, ასევე დაუჯერებელი იყო ის, რომ მიტინგების გამართვა მთავრობის სურვილზე იყო დამოიკდებული და არა ხალხის ნებაზე. ამის შემდეგ მთელი ოთხი წელი სისხლიანი დარბევებითა და დაპატიმრებებით არწმუნებდა ბოლშევიკები გურულებს იმაში, რომ 26 მაისის აღნიშვნა აღარ შეიძლებოდა.
.
1921 წელს საქართველოს გასაბჭოებას გურულების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოყვა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სისხლში ჩახშობამდე გურიაში არ წყდებოდა ანტიბოლშევიკური გამოსვლები და პერმანენტული შეირაღებული დაპირისპირებები ხელისუფლებასთან, ამ წლების განმავლობაში გურიაში სიტუაცია უკიდურესად მწვავდებოდა მაისის თვეში, რადგანაც მთელი გურია 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებოდა.
.
1921 წლის 26 მაისს ოზურგეთში საქრთველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დიდი მიტინგი მოეწყო, მშვიდობიანი მიტინგი კომუნისტებმა მილიციისა და მანწკავა-ღლონტის (გოგია ღლონტი) ახლად შემორიგებული ბანდის დახმარებით სასტიკად დაარბია.
.
1922 წლის 23-24 მაისის ღამეს გურიის სოფლები საქართველოს დამუკიდებლოების მომხრეებმა ჩამოარეს და ხალხს აცნობეს, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიღვნილი მიტინგები სად და რა დროს ჩატარდებოდა. თითქმის გურიის ყველა სოფელში 24 და 26 მაისს საქართველოს დამუკიდებლობის დღისადმი მიღვნილი მიტინგი ჩატარდა, რომლებიც სასტიკად იქნა დარბეული მაშინდელი ხელისუფლების მიერ.
.
პირველი მიტინგი სოფელ კონჭკათში 1922 წლის 24 მაისს მოეწყო. რომლის დარბევა მილიციის დახმარებით ადგილობრივმა კომკავშილებმა იკისრეს, რასაც მომიტინგეებთან დაპირისპირება და სროლა მოყვა, რომლის დროსაც კომუნისტმა ილარიონ ღლონტმა მიტინგის ერთ-ერთი დამცველი მალაზონია მოკლა. ამის საპასუხოდ მიტინგის დამცველებმა კომუნისტი ილარიონ ღლონტი მოკლეს და ორი კომუნისტი დაჭრეს, ვინაიდან შეტაკება ნამდვილ ბრძოლაში გადაიზარდა ხალხი გაიქცა და მიტინგი დაიშალა.
.
სოფელ ჩოჩხათში დაწყებული მიტინგი მილიციამ ჩაშალა. მილიციელების დანოსების მიხედვით – მომიტინგეებმა სუფსის მილიციის უფროსს გობრონიძეს მაუზერიდან ესროლეს. იმავდროულად მომიტინგე გიორგი გუჯაბიძემ ერთ-ერთი მილიციელისათვის თოფის წართმევა სცადა, რა დროსაც გუჯაბიძე მოკლეს. რის შემდეგაც მილიციელებმა მომიტინგეების მისამართით ცეცხლი გახსნეს, რასაც ოთხი მომიტინგის დაჭრა მოყვა. მიტინგი დაშალეს, მომიტინგეების ნაწილი კი დააპატიმრეს.
.
სოფელ შუხუთში მიტინგის მსვლელობის დროს მომიტინგეებსა და მილიციას შორის ორმხრივი სროლა დაიწყო, რომლის დროსაც კომუნისტი მელიტონ ორაგველიძე მოკლეს, მომიტინგეების მხრიდან კი ერთი ქალი დაიჭრა. მილიციელებმა მომიტინგეებს საქართველოს დროშები ჩამოართვეს და დააპატიმრეს.
სოფელ ჩიბათში მილიციის მხრიდან მიტინგის დაშლის დაწყებას მომიტინგეებმა რევოლვერებიდან გასროლითა და ქვების სროლით უპასუხეს. მილიციელებმა მიტინგი დაშალეს და 150 მომიტინგე დააპატიმრეს.
.
სოფელ ფიჩხისჯვარში (ახლანდელი სოფელი მზიანი) დიდი მიტინგი ეკლესიის ეზოში გაიმართა. მომიტინგეებს მილიციის უფროსი ჭანიშვილი და მისი მილიციელები იმ დროს დაესხნენ თავს, როცა ისიდორე ლომთათიძე სიტყვით გამოდიოდა. ჭანიშვილმა მიტინგის ორგანიზატორებს ისიდორე ლომთათიძეს და სერგო წიტაიშვილებს მიტინგის დაშლა მოსთხოვა. რის შემდეგ მომიტინგეებს მაუზერებითა და შაშხანებით შეიარაღებული ხალხი გამოეყო და მათ დასაცავად წინ დადგენენ და შეკრებილებს უთხრეს არ დაშლილიყვნენ და მილიციელების არ შეშინებოდათ.
.
ამის შემდეგ მილიცილების დანოსის მიხედვით – მომიტინგეებმა მილიციელებს ბომბი ესროლეს, ბობი ცაცხვის ხის ტოტს მოხვდა და მომიტინგეეების სიახლოვეს აფეთქდა, რასაც რამდენიმე ადამიანის დაღუპვა მოყვა. ბომბის აფეთქების შემდეგ ორმხრივი სროლა დაიწყო, რომლის შედეგად მილიციელების მხრიდან ჟოჟო სიმონიშვილისა და აკაკი ფირცხალაიშვილის ხოლო მომიტინგეების მხრიდან 15 ადამიანის დაჭრა მოყვა.
.
ფიჩხიჯვარის მიტინგის დაშლისას ისიდორე ლომთათიძე, გერმანე ჯიბლაძე, გრიგოლ (გრიშა) ჭანიშვილი და კიდევ 13 ადამიანი დააპატიმრეს. დაანრჩენმა მომიტინგეებმა დაღუპულთა ცხედრები აიღეს და გაიქცნენ.
.
ზემოხსენებული ფაქტებს აშკარად ეტყობა იმდროინდელი ხელისუფლების ხელი – ყველა შემთხვევაში “მშვიდობიან მილიციელების” დარბევას იწყებდნენ “არამშვიდობიანი მომიტინგეები”, რომელთა ნასროლი ბომბი ხის ტოტს ხვდებოდა უკანვე მომიტინგეებში ჩამოვარდებოდა ხოლმე.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share