”დახმარებები არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს ეს თანხები და ლომჯარიას და გიგაურს მისცეს, ეს არის მათი დემოკრატია და მათი მიდგომები და დამოკიდებულება.
ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში, ყოველთვის მადლობის წერილებს ვიღებდით ჩვენი ჯარისკაცებს მოქმედებების გამო.
სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით ვიყავით წარმოდგენილი, იმაზე მეტი ვიყავით, ვიდრე NATO-ს ქვეყნები, წარმოიდგინეთ და დღეს გამოდის ევროკავშირი და გვეუბნება, რომ ჯარისთვის განკუთვნილ თანხას ვაუქმებთ და ვაძლევთ ლომჯარია-გიგაურს. ეს არის ის, რასაც ხედავს საზოგადოება.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯარს არაფერი მოაკლდება და ყველაფერი იქნება გაკეთებული ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჯარმა მიიღოს ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ყოველთვის ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე.”