რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ადამიანის უფლებების დარღვევაა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც სჯერათ კოვიდ-19-ის შესახებ შეთქმულების თეორიების, უნდა დაეხმარონ ჭეშმარიტი სამეცნიერო ფაქტების გაგებაში ისე, რომ მათ მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ.
„ყალბი ამბების უარყოფა უნდა მოხდეს, მაგრამ ცალკეულ პირებს ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ. რეალობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ გვგონია და პატივი უნდა ვცეთ იმ ეჭვებს, შეშფოთებასა და კითხვებს, რომლებიც ადამიანებს უჩნდებათ,“ – აღნიშნა რომის პაპმა.