“როცა საქართველომ [რუსული] კანონი მიიღო, EU-ში გააანალიზეს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ გახდეს”, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატიდა ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი “მთავარი არხის” ეთერში საუბრობ:
”დეკემბერში, როცა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცა, ეს დიდი ხნის წინ იყო და ჩვენ, ისევე როგორც ქართველებსა და ევროპელებს, დიდი იმედი გვქონდა, რომ ამის მიღწევას შევძებდით, ქართველები გამოიყენებდნენ ამ შანსს და საქართველო, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრი და ნაწილი გახდებოდა. თუმცა, ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ აგენტების კანონი მიიღო, ევროკავშირში გააანალიზეს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ გახდეს. ეს კანონმდებლობა მიიღეს სპეციალურად იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერებულიყო. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამის გამო არ უნდა დაზარალდეს, საქართველოს მთავრობას კი დახმარებას აღარ გავუწევთ, – განაცხადა ჰაკერმა.