სავარაუდო მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში – TI კვლევას აქვეყნებს

სახელმწიფოს მიტაცება და მაღალი დონის კორუფცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს 183 საქმეს, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება. საუბარია კორუფციული გარიგებებით ნაშოვნ დიდ ფულზე და მაღალი თანამდებობის  პირების დაუსაბუთებულ ქონებაზე. ჩამონათვალში არიან მთავრობის წევრები, პარლამენტარები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მოსამართლეები.

დანაშაულებების დამადასტურებელი ფაქტები საჯაროა. ამაზე საუბრობენ გამომძიებელი ჟურნალისტებიც, მაგრამ ამის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოები სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველს რატომღაც ვერ ხედავენ.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სუსის და გენპრკოურორის ანგარიშებზე, როგორც წესი, მეტწილად აქცენტი შედარებით დაბალი რგოლის წარმომადგენლებზე კეთდება, ხოლო პრემიერის და მინისტრების საქმეები რეაგირების გარეშე რჩება.

რომ გადავხედავთ სიას, ვნახავთ, რომ  ჩვენ გვხვდებიან დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან  დამთავრებული მერების დონეზე და თუ შევადარებთ იგივე გენპროკურორის ან  სუსის ანტიკორუფციული სამსახურის ყოვეწლიურ ანგარიშებს,  დავინახავთ, რომ მეტწილად აქცენტი კეთდება შედარებით დაბალი რანგის მოხელეებზე  და მაშინ, როცა საქმე გვაქვს პოლიტიკური თანამდებობების პირებთან , როგორიც არის პრემიერ-მინისტრი,  მინისტრები, მათი მოადგილეები, ასევე პარლამენტის წევრები, მეტწილად ეს  შემთხვევები რჩება რეაგირების გარეშე, – ამბობს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share