ოზურგეთის მერს ქვიშა ხრეშის უკანონოდ მოპოვების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, გურიის მდინარეებში, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

“მდინარე ნატანებზე ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვება მიმდინარეობს, ლიცრნზია მოპოვების შესახებ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა უწყებებმა კანონდარღვევით გასცეს, რასაც დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გავასაჩივრებთ და მოვითხოვთ, რომ ამ ლოკაციაზე კარიერმა შეწყვიტოს უკანონო ფუნქციონირება”

ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ, დღეს, მდინარე ნატანების სანაპიროზე- სოფელ მელექედურში- გამართულ ბრიფინგზე – გააკეთა, სადაც, მისივე ინფორმაციით, ქვიშა ხრეშის მოპოვება უკანონოდ მიმდინარეობს,

მჟავანაძის თქმით, ამ უკანონობის უკან ოზურგეთის მერი, ავთანდილ ავთანდილ თალაკვაძე, მისი ძმა, “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე და “სუსის” ოდეერი დავით გოლიაძე დგანან.

ოპოზიციის ადგილობრივმა ლიდერმა განაცხადა, რომ სასამართლოში შესატანი სარჩელი პარტიის იურისტებმა უკვე მოამზადეს და პარტია რამდენიმე დღეში სასამართლოს მიმართავს,

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share