ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება მისმა სპიკერმა გააკეთა.
პოლიტიკოსი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მძიმედ იყო და ყველა ოფიციალური საქმიანობა გააუქმა. ის გასულ თვეში საავადმყოფოში მოათავსეს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულების გამო.
მისი შემცვლელის ასარჩევად კენჭისყრა უკვე დაგეგმილი იყო იანვრის ბოლოს და სასოლიმ თქვა, რომ არ აპირებდა ხელახლა მონაწილეობის მიღებას.
დავიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტი 2019 წლის ივლისში გახდა. მან 30 წლის კარიერა ჟურნალისტიკაში დატოვა და 2009 წელს ევროპარლამენტის წევრი გახდა.