საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 46 ადამიანი, 2 893 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 57 546 კვლევა, აქედან 39 284 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 262 PCR-ით. 10 იანვარს აიცრა 10 881 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,53%-ია, ბოლო 14 დღის – 8,1%-ია, 7 დღის – 9,63%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 968 313 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 916 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 264 კი გარდაიცვალა.