სრული მობილიზაცია გადამწყვეტი არჩევნებისთვის. ქუჩის აქციების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება ახალ მოქმედებას იწყებს. მუსიკოსი, ქორეოგრაფი, მხატვარი, რეჟისორი, მსახიობი – ხალხი, ვინც მისი საქმით საქართველო მსოფლიოს გააცნო, ხმების დაცვის კამპანიაში ერთვება. სახელები და გვარები, ვინც ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟის საქმეში ღიად მონაწილეობს, დღეს ივანიშვილისთვისაც ალბათ სრული მოულოდნელობა იყო.
“არჩევანი კეთდება შავსა და თეთრს შორის” – ეს ილიკო სუხიშვილის სიტყვებია. მხოლოდ ხმების დაცვა საკამარისი არ არის. მანამდე მძიმე სამი თვეა. ადამიანები მთელს საქართველოს შემოივლიან, რომ სხვები დაარწმუნონ, რა არის სწორი არჩევანი.