უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნიდან ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია.
“პრეზიდენტის ბრძანება შესრულდა: ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულდა”,- დაწერა ვერეშჩუკმა.