უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ალა პუგაჩოვამ მეუღლესთან, მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად ქვეყანა დატოვა. ის ახლა ისრაელში იმყოფება და, როგორც ცნობილია, რუსეთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი სოციალურ ქსელს დაუბრუნდნენ და აქტიურად განაგრძობენ რუსეთის ქმედებების დაგმობას. ამჯერად კი გალკინი უკრაინელი ხალხის დახმარების ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ ისრაელში გამართულ კონცერტზე შემოსულ თანხას უკრაინელებს გადაურიცხავს. ამის შესახებ მან Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.
marao.ge