რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტ რამზან კადიროვს, უკრაინის ომთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა, ვიდეოს ჩაწერა, მიმართვა და ინტერნეტში გავრცელება, მხოლოდ კრემლის ნებართვის შემდეგ შეეძლება.
ამის შესახებ ekhokavkaza.com წერს, რომლის მაუწყებლობაც კრემლმა რუსეთში ომის დაწყებიდან მალევე დაბლოკა.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე რუსულ გამოცემას სრულად აეკრძალა ჩეჩნეთის ლიდერის ფრაზების გამოყენება. ამის შესახებ რუსული გამოცემა “Проект” იუწყება. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, “გადაწყვეტილება კრემლში რამზან კადიროვისა და დმიტრი პესკოვის, ასევე უკრაინასთან მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის შორის არსებული კონფლიქტის შემდეგ მიიღეს, რომლის შესახებაც ТАСС ანონიმურად აცნობეს”.