მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია აშშ-სთან პარტნიორობის პოლიტიკას – გია ჯაფარიძე

„ეს რაც ითქვა, ჩათვალეთ, რომ არის დიაგნოზი და ეს დიაგნოზი დაუსვეს ამერიკელებმა ქართულ ოცნებას,“ – ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერი გია ჯაფარიძე საუბრობს და სენატში დაწყებულ მსჯელობას ეხმაურება.

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო და სადაც ხაზგასმით თქვეს, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთთან და აშშ-სთან პარტნიორობას გადაუხვია და დაახლოვდა ჩინეთსა და რუსეთთან. ჯაფარიძისთვის ეს არის უკვე  დიაგნოზი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

”რაც მოვისმინეთ იყო, რომ საქართველოს მოქმედმა მთავრობამ გადაუხვია აშშ-ისთან პარტნიორობის და მეგობრობის პოლიტიკას და კურსს და დამეგობრდა ჩინეთთან და რუსეთთან.

ორპარტიულია ისევ აშშ-ის პოლიტიკა და რაც მოვისმინეთ, ამას ვერავინ შეცვლის. ეს რაც ითქვა, ჩათვალეთ, რომ არის დიაგნოზი და ეს დიაგნოზი დაუსვეს ამერიკელებმა ქართულ ოცნებას. აშშ არის საქართველოსთან ურთიერთობების სრული გადახედვის პროცესში,“ – ამბობს გია ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share