“მე არ ვაპირებ წუწუნს, რომ “ქართული ოცნება” გააყალბებს არჩევნებს, რაც უნდა ის აკეთოს “ოცნებამ”. ქართული ოცნება არჩევნებს წააგებს. მის მხარეს ქართველი ხალხი არ არის. ორი მესამედი მინიმუმ, ქართველებისა, მის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაგრამ ქართული ოცნების დამარცხების გარდა, ჩვენ შევძლებთ ამ გამარჯვების, უკვე ჩვენი გამარჯვების გაფორმებას. ეს არის მნიშვნელოვანი რაც მინდა რომ დაზუსტებით გითხრათ – ჩვენ ამ არჩევნებს არ დავთმობთ, არამხოლოდ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ხალხის მხარდაჭერა, არამედ დავიცავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც იქნება ევროპული ძალების სასარგებლო”
თქვა კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “ღამის მთავარში” საუბრისას.