„რუსეთში ვერ ჩადის, თორემ საშუალება, რომ ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, ჩავიდოდა,“ – ამის შესახებ გიორგი რუხაძე საუბრობს და პრემიერის ირანში ჩასვლას ეხმაურება.
რუხაძის თქმით, ხელისუფლება ამ გზით უგზავნის დასავლურ სამყაროს გზავნილს, რომ საქართველო აღარ იქნება დემოკრატიული სამყაროს წევრი.
”პირდაპირ ეუბნება ამით ივანიშვილის ხელისუფლება ვაშინგტონსაც, ბრიუსელსაც, ზოგადად, დემოკრატიულ სამყაროს, რომ საქართველო აღარ არის და აღარ იქნება დემოკრატიული სამყაროს წევრი, მის მთავარი პარტნიორები არიან ავტოკრატიულ სამყაროში, ეს არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი უკვე და აბა, რა სჯიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთ მოკლე პერიოდში, ჩადის ირანში უკვე მერამდენედ. უკვე ორჯერ იყო ჩინეთში ჩასული, რუსეთში ვერ ჩადის, თორემ საშუალება, რომ ჰქონდეს, დარწმუნებული ვარ, ჩავიდოდა.
როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი დგას ტერორისტების გარემოცვაში – როდესაც იქ არის ჰამასის ლიდერი, ჰეზბოლას ლიდერი, არა მარტო ტერორისტული ორგანიზაციების, არამედ ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერების გარემოცვაში, არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ასევე იგივე შეგვიძლია ვთქვათ ირანზე და ამ გარემოცვაში ის თავს კომფორტულად გრძნობს და ბოლოს პარიზში იყო, ლონდონში იყო, ბერლინში იყო, დავინახეთ, რამხელა დისკომფორტს განიცდიდა,“ – ამბობს რუხაძე.