ინაუგურაციაზე, რომელსაც კობახიძე დაესწრო, ისმოდა: სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს

დღეს, 30 ივლისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

ინაუგურაციის პროცესზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პარლამენტის შენობაში, რომელშიც კობახიძეც იმყოფებოდა, ისმის შეძახილები “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share