დღეს, 30 ივლისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.
ინაუგურაციის პროცესზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პარლამენტის შენობაში, რომელშიც კობახიძეც იმყოფებოდა, ისმის შეძახილები “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს”.