რუსული მედიის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ოლიმპიადის პარალელურად, რუსეთში, კიროვის ოლქში გაიმართა, ყველზე ხმამაღლა კიტრი ეგვიპტელმა მონაწილემ ჩაკბიჩა. გამარჯვებულს სპეციალური პრიზი, დიზაინერის მიერ მოხატული თეფში გადაეცა, რომელზეც კიტრია გამოსახული.
ჩემპიონატში 13 ქვეყნის – ბანგლადეშის, ტანზანიის, ეგვიპტის, იემენის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, სენეგალის, სირიის, სუდანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
წყარო – რუსთავი 2