“სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში, მანამდე დახმარებებს ვერ მივიღებთ”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საუბრობს და შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას ეხმაურება.
“ქართული ოცნება” უნდა მიხვდეს, რომ ძალიან აღმავალი ხაზით მიდის მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და ძალიან სწრაფად, ძალიან სწრაფი პროგრესიით, რაც სწორია იმიტომ რომ არც ფულს, არც სხვა ტიპის მხარდაჭერას კორუმპირებულ, ავტორიტარულ ხელისუფლებას არავინ არ მისცემს. იმიტომ ჩარიცხონ ჩვენმა მეგობრებმა თანხები ჩვენს საბიუჯეტო ანგარიშებზე, რომ მერე “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა სახლში წაიღონ და არაფერი არ მოხმარდეს ქართველ ხალხს, იმიტომ გაუწიონ დახმარება საქართველოს რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველო მერე რუსეთისკენ წაათრიოს, ეს ვერ მოხდება და ამას უნდა ვაცნობიერებდეთ. სანამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, მანამდე ჩვენ დახმარებებს ვერ მივიღებთ. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ხაზგასმულად ამ განცხადებაში ნათქვამია, რაც უშუალოდ ხმარდება ქართველ ხალხს და არ გაივლის ბიუჯეტის ასე ვთქვათ ფილტრს და პირდაპირი ჩარიცხვების გზით ხორციელდება ხალხთან უშუალო ფინანსური კომუნიკაციის მეშვეობით, ის დახმარებები არ შეწყვეტილა”, – ამბობს ნიკა გვარამია.