1 სექტემბრიდან ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა სრულად შეწყდება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველი პედაგოგების გამოძევებასა და ყველაფერი ქართულის აღმოფხვრას უკავშირებენ. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული მხრიდან გატარებული ნებისმიერი ღონისძიება არაეფექტური იქნება. მეორე მხარე კი ამბობს, რომ ახალგორში მოსახელობა ძალიან შემცირებულია და სახელმწიფომ გზის გახსნაზე უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს და ლოგიკური პრეტენზია გაჩნდეს.
„ეს პირდაპირი, ღია გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი ქართული უნდა გაქრეს, რადგან ამ კუთხეში ქართულ მხარეს ეთნიკური თვალსაზრისით საყრდენი არ ჰქონდეს. პლუს ამას თანმდევი პროცესია ქართველი პედაგოგების გამოძევება და ა.შ.”, – აცახადებს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან”.
ახალგორში 2014 წლამდე სწავლება ქართული სასკოლო პროგრამით მიმდინარეობდა და ამას სახელმწიფო უზრუნველყოფდა, თუმცა შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელოები აღარ შედის. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ახალგორში, სადაც ქართულ ენაზე სწავლება ჯერ კიდევ იყო სრულად აიკრძალება.
დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სწავლის რუსულ ენაზე გადასვლამ განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესა. მოსწავლეებს რუსულ ენაზე სწავლა, ხოლო მასწავლებლებს სწავლება ძალიან უჭირთ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პედაგოგების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, განათლებაც ქართულ ენაზე აქვთ მიღებული და არ გამორიცხავენ, რომ ცხინვალის უშიშროების დე ფაქტო სამსახური ამას ახალგორის ეთნიკურად ქართული სკოლების პედაგოგების მოსაშორებლად იყენებდეს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და პოლიტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ახალგორის მოსახელობა ძალიან შემცირდა, ამის მიზეზი კი გადაკეტილი გზაა და მათი უმეტესობა წეროვანში ან სხვაგან გადასახლდნენ. როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერთან ერთად, არც ამაზე აქვს რეაგირება.
„საქართველოს რაზე აქვს რეაგირება, რომ ამაზე ჰქონდეს? გუშინ ტყვეების უნიკალური გაცვლა იყო, საქართველოს მოქალაქის მკვლელი გამოუშვეს და რუსეთს გადასცეს, საქართველოდან ვინმემ ხმა ამოიღო? ჩვენი მოქალაქე მოკლა.
საერთოდ რა ხდება აფხაზეთში ვინმეს რამე რეაგირება აქვს, რომ ამაზე ჰქონდეს? მათთვის ყველაფერი სულერთია და მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებთ. მითუმეტეს, ახალგორში იქნება თუ არა ქართული სკოლა სულ არ ადარდებთ.
ახალგორში სულ აღარ არის ქართული სკოლა იმიტომ, რომ ბავშვები აღარ არის, რადგან რუსებს და ოსებს გზა ჩაკეტილი აქვთ. იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი პენსიონერები არიან, მათაც აღარ დაედგომებათ იქ, რადგან ექიმთანაც დროზე ვეღარ ჩამოდიან და გამოქცევაზე არიან. ახალგაზრდები, რომლებსაც სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ დიდი ხანია წამოსულები არიან იმიტომ, რომ იქ სამუშაო არაფერია, ამიტომ მიატოვეს სამშობლო და ცხოვრობენ წეროვანში ან სხვაგან, სადაც სკოლა და ყველაფერია.
ამრიგად, აქ მთავარი არის ის, რომ ახალგორში ბავშვები აღარ არის და ხელისუფლებას გზის გახსნაზე უნდა ჰქონდეს რეაგირება, რადგან მოსახლეობამ იმოძრაოს, დაბრუნდნენ თავიანთ მიწაზე და ამის მერე ექნებოდათ ქართულ სკოლებში სწავლის მოთხოვნილება, აი მაშინ უნდა დაგვეფიქსირებინა უნდა თუ არა საოკუპაციო რეჟიმს ქართული სკოლის იქ ქონა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამაზე არ მუშაობს.
ყვველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავისუფლად ცხოვრობს ახალგორში ქართული მოსახლეობა, ამაში იგულისხმება გადაადგილება, ვაჭრობა, ქართული ენის გამოყენება და პლუს სწავლების პირობების შექმნა, რომელსაც დანარჩენ საქართველოში გამოიყენებენ. ყველაფერი ბევრ რამეზეა დამოკიდებული”, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან”.
მამუკა არეშიძის შეფასებით კი, ქართულმა მხარემ რაც არ უნდა გააკეთოს შედეგი მაინც ვერ ექნება და ასევე, ოსების ჩართვაც ვერაფერს უშველის. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დექართველიზაციის პროცესია.
„მთავრი მიზანი ყველაფერი ქართულის აღმოფხვრაა, როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთში. მოგეხსენებათ, ეს ტენდენცია აფხაზეთში, გალის სკოლებში დაიწყო და რამდენიმე წელია ასე გრძელდება, ახლა კი ამ რეგიონშიც დაიწყო.
ქართულ მხარეს შეუძლია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართოს, მაგრამ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება არ შეუძლია, აქ ვგულილხმობ ისეთ სანქციურ პროცესების ამუშავებას, რომელიც ოკუპირებულ მხარეს დააზარალებს, ან უფრო სეპარატისტულ ხელისუფლებებს. სამწუხაროდ, ეს ასეა.
ჩვენთან, ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეფშერანში ოსური სკოლაა, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ცოტაა, რადგან ოსური მოსახლეობა შემცირებულია. ყველაფერს ამას თავი, რომ დავანებოთ დღეს ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ უაღესად მოქნილი პოლიტიკა გვმართებს, განსაკუთრებული აგრესიის გამომჟავნება, მე ვგულისხმობ ფიზიკურ აგრესიას, ამის საშუალება არ არსებობს. რაც შეეხება სიტყვიერს და გარკვეულ ზეწოლას, ამის შესაძლებლობა არის, თუმცა სიტუაცია არ შეიცვლება, ისევე, როგორც აფხაზეთში. ასე რომ ამას არავითარი მოლაპარაკებები და მოქმედებები არ უშველის. სხვათაშორის, ოსურმა მხარემ ამ პროცესში ჩართვა ძაანაც, რომ მოინდომოს არა მგონია ამას განსაკუთრებული რეაგირება ჰქონდეს, რადგან თვითონ რუსეთს აფხაზეთში სერიოზული პრობლემები აქვს და ე.წ. სამხრეთ ოსეთში უფრო ნაკლებად. აფხაზეთში იმიტომ, რომ ადგილობრივი რუსული მოსახლეობის ტოტალური შევიწროება ხდება და ამის ეფექტურ რეაგირებას რუსული მხარე ვერ ახდენს, სხვათაშორის ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც ილაპარაკა თავის გამოსვლაში.
ამრიგად, სეპარატისტული ხელისუფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისე იქცევიან, როგორც საჭიროდ თვლიან და ეს დექართველიზაციის პროცესია. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მათ სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანსა და საინგილოსთანაც ხდება.
ახალგორის მოსახეობა ძალიან შემცირებულია, ქართველების დიდი ნაწილი იქიდან გამოსულია, თუმცა ჯერ კიდევ არის ის რაოდენობა, რომელიც ადგილობრივ ოს მოსახლეობაზე გაცილებით მეტია”, – აცხადებს მამუკა არეშეიძე „რეზონანსთან”.