პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა შემცირებულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
“თითქმის 80 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის მინიმუმი, რაც ჩვენ ამ 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე არის შემცირებული, უმუშევრობა არის შემცირებული და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება ჩვენ” – თქვა ღარიბაშვილმა.