ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სქართველოს მმართველი პარტიის შესახებ წერს და არ გამორიცხავს, რომ “ქართულ ოცნებას” დასავლეთთან ისევ დასჭირდეს ურთიერთობის აწყობა.
”ამ ვირეშმაკობის ისტორია ბევრად უფრო ბანალურია, ვიდრე ვინმეს გონია:
ამდენი იმუშავეს, ამდენი ფული ჩადეს, შექმნეს “ომი არ გვინდა” ანტი-დასავლური ელექტორალური მასა.
ახლა საქმე ისე წავიდა, რომ ქართულ ოცნებას ისევ დასავლეთისთვის ერთ ადგილზე კოცნა შეიძლება დაჭირდეს.
ამ შექმნილ აქტივს ხომ არ დაკარგავენ და გადასხეს დესანტი. იქ გასამაგრებლად.
ასე იქცევა ხალხი, რომელსაც ძალაუფლების მეტი ფასეულობა არ გააჩნია და ამის გამო უნდა ერთდროულად იყოს მემარცხენეც და მემარჯვენეც, კონსერვატორიც და ლიბერალიც, მგელიც და კრავიც…
პროვინციული სპექტაკლი, არაპროფესიონალი მსახიობებით, რომელსაც იძულებული ვართ ვუყუროთ”, – წერს ხუხაშვილი.