გურია „ბარამ-გულანდამიანში“

გურია „ბარამ-გულანდამიანში“
.
„ასე რომ, განაწყენებულმა სიმშვიდის მოსაპოვებლად გადავწყვიტე მთავარ გურიელის სამფლობელოში გადავსულიყავი, იმ ადგილებში რომელებსაც გაუვალად ვთვლიდი. უკვე ხუთი წელია, რაც ამ ციხესიმაგრეში ვცხოვრობ და თითქმის მთელი ჩემი ქონება დავხარჯე მის შესამკობად, რათა შეესაბამებოდეს იმის სახელსა და პატივს, ვისთვისაც იგი არის აშენებული;
.
საარსებოდ მყავს რამდენიმე აქლემი და ორი მსახური, რომელთა მეშვეობითაც მთელი წლისათვის უხვ მარაგს ვამზადებთ ქალაქ ხინოში, რომელიც ჩვენგან შვიდი მილითაა დაშორებული.
.
ციხე სიმაგრის ახლოს ჩამოედინება მიედინება მდინარე, რომელსაც ჰქვია ხინო (Хинось), აღმოსავლეთიდან გარშემორტყმულია ფერსათის მთით, ხოლო სამხრეთით არის მდინარე ჭოროხი.
.
უფლისწულს, რომელმაც ძალიან კარგად იცის გეოგრაფია, ამ ადგილთა დასახელებების მიხედვით არ გაუჭირდებოდა დაედგინა, რომ იგი მისი დედაქალაქ ტრაპიზუნდიდან მდებარეობდა 87 ეჯის ანუ იგივე ფარსანგის დაშორებით“.
.
P.S ფრაგმენტი აღებულია უფლისწულ ბარამის ისტორიასთან დაკავშირებულ ისტორიულ/ეპიკური თხზულება „ბარამ-გულანდამიანიდან“ . კერძოდ თხზულების შემდეგი ნაწილიდან – „მოხუცი იწყებს ისტორიას ნახატზე“ (Старик начинаешь исторію о каршинѣ.). ალექსანდრე გვახარიას (1967) მიხედვით თხზულება სპარსული პროზაული წყაროს საკმაოდ ზუსტი და გამართული მხატვრული თარგმანი შესრულებულია სიმონ ეგნატაშვილს სხვადასხვა ფოლკლორული თუ ლიტერატურული წყაროებით აქვს შევსებული. ეგნატაშვილს ნათარგმნი თხზულება გამოუცია 1773 წელს. აქვე აღსანიშნავია, რომ თხზულების რამდენიმე მნიშნელოვანი ეპიზოდი ეხება გურიას, ასევე არის ინფორმაცია ოზურგეთზე როგორც გურიის დედაქალაქზე.
.
– Похождение новомодной красавицы принцессы Гуланданы и храбраго принца Барама 1773 г. (თარგმნილია რუსულიდან);
– გურიელების ოზურგეთის ციხედარბაზის სიულუტი შესრულებულია კასტელის ალბომში არსებული ნახატის მიხედვით (1634 წელი)
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება რუკა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share