ივანიშვილი საზოგადოებას რევანშს ჰპირდება – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე “საზოგადოებას რევანშსა და რეპრესიებს ჰპირდება” – საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მთავრობას “მართულს” უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ქვეყნის კურსი შეაცვლევინა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია.

სალომე ზურაბიშვილი იმასაც აცხადებს, რომ ივანიშვილმა საზოგადოების არცერთ კითხვას არ უპასუხა და მეტიც, ქვეყანაში “უაზრო, არასაჭირო კანონი შემოიტანა”, რომლითაც საქართველოს დიდი ზიანი მიაყენა.

”მთავარი არის ის, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა. არაფერი არ უთხრა, არაფერი არ ახსნა, თუ რატომ უცბად გადაახვევინა ჩვენი კურსიდან იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის შემსრულებელი. ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა. ეს ქვეყანა დასუსტდა. ივანიშვილმა ყველაფერი გათელა იმისთვის, რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა. რატომ? ვინმეს უთხრა. ჩვენ ვიცით მისგან მხოლოდ ორი დიდი სიტყვა, რომელიც ალბათ, მისი დაწერილიც არ არის, რომელიც არის მტრულად განწყობილი ჩვენი პარტნიორებისა და საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას ჰპირდება რევანშს, ჰპირდება რეპრესიებს. რა სტილი არის ადამიანისგან, რომელიც ან შიგნით არის, ან გარეთ, მაგრამ რეალურად, ვერავინ ვერ გავიგეთ, სად არის, რა უნდა, რატომ უნდა, რას უკეთებს ქვეყანას”, – ამბობს პრეზიდენტი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share