„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, “ოცნების“ დღევანდელი განცხადება “უკადრებელის კადრებაა.“
როგორც ახვლედიანმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, “თუ ასე დანაშულებრივად ჩაბარდები, როგორც დღეს ივანიშვილი ჩაბარდა. ასე სამარცხვინოდ, მავნებლურად განახორციელებ პუტინის რეჟიმის პოლიტიკას საქართველოში, ცხადია, შენ დროებით მშვიდობას შეინარჩუნებ“.
”მე მიკვირს, რომ დღეს ივანიშვილი დანაშაულებრივი რეჟიმი უბრუნდება რა ამ თემას, გაიძახის სამარცხვინო და თავის მოსაჭრელად, რომ დამნაშავე სააკაშვილი რეჟიმია და არა ის ვინ დღეს პარტნიორად გაიხადა. რა თქმა უნდა, ამას პასუხი გაეცემა. ელაპარაკო ივანიშვილს, იგივეა კედელს ცერცვი შეაყარო. ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად იცის, რა სამარცხვინო და მავნებლობაა, რომ 16 წლის შემდეგ ისაუბრო იმაზე, რომ აგრესორი რუსეთი კი არ არის, არამედ აქ ვიღაცამ ხელი შეუწყო აგრესიას. მე ყველაფერი მახსოვს და ვიცი ზუსტად, რომ პუტინს, მსოფლიო ჯალათს, გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერ ფასად შეეჩერებინა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ. რა თქმა უნდა, თუ ასე ჩაბარდები, როგორც დღეს ივანიშვილი ჩაბარდა. ასე დანაშაულებრივად, სამარცხვინოდ, მავნებლურად განახორციელებ პუტინის რეჟიმის პოლიტიკას საქართველოში, ცხადია, შენ დროებით მშვიდობას შეინარჩუნებ და მერე წინასაარჩევნოდ სალაპარაკო გექნება, მაგრამ ვერ აცნობიერებ იმას, რომ მაშინ როცა, მტრად აცხადებ, საქართველოს ისტორიულ მოკავშირეებს, დასავლეთს, ევროკავშირის წევრებს, შენ ძირს უთხრი ამ მშვიდობას, და გრძელვადიან მშვიდობაზე ამ პირობებში საუბარი შეუძლებელია.
დღეს მსოფლიომ იცის ვინ არის პუტინი და ყველასთვის გასაგებია, გარდა ივანიშვილისა. ახლა სამარცხვინო ტყვეობაში მყოფ ადამიანს, აბრალებთ იმას, რასაც ნორმალურ ვითარებაში არავინ იკადრებს, თავმოყვარე რომ იყო არა იკადრებ, ქვეყანა რომ გიყვარდეს არ იკადრებ, მაგრამ როცა პუტინის მონობაში ხარ და ეს მონობა შენი არჩევანია , უარესსაც იკადრებ“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.