მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მიიჩნევს, რომ მისი შვილი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას უნდა დათანხდეს და მკურნალობა ამ ეტაპზე “ვივა მედში” გააგრძელოს. გიული ალასანია “ტვ პირველთან” ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ამ ეტაპზე მკურნალობის “ვივა მედში” გაგრძელებას სავარაუდოდ დათანხმდება.
სჭირდება გადასხმები აუცილებლად, უნდა დათანხმდეს, მე ეგრე ვფიქრობ, იმ ინფორმაციით, რაც მაქვს”, – თქვა “პირველებთან” გიული ალასანიამ.
იუსტიცის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში – ვივა მედში, გადაყვანა შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება რატი ბრეგაძემ გააკეთა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება “შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით” მიიღეს.
ბრეგაძის განცხადებით კლინიკაში სააკაშვილს გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.