მას შემდეგ, რაც ივანიშვილის ფულს საფრთხე დაემუქრა, მმართველი პარტიის რესურსი ,,რიგითი ივანიშვილის გადასარჩენად” გადავიდა- ასე პასუხობს ,,ლელოს” ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ფაქტი, რომ ირაკლი კობახიძე ოლიგარქს გამოესარჩლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი არა რიგით მოქალაქედ, არამედ, ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება.
მაშინ გამოვიდა ჩრდილიდან და გადაწყვიტა, დაერღვია დუმილის კომფორტი, როცა შესაძლოა, მის ფულს საფრთხე შეექმნას? ეს ნათელს ხდის ფაქტს, რომ ივანიშვილის ერთადერთი პრიორიტეტია, მისი ფული დაცული იყოს.
ახლა არ არის ივანიშვილი რიგითი მოქალაქე, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა? მთელი მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს რესურსი ,,რიგითი ივანიშვილის გადასარჩენად” უნდა გადაერთოს? იქნებ, ეს განმარტონ, რატომ ექომაგება მას მმართველი პარტიის თავმჯდომარე- აცხადებს ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.
,,ქართული ოცნება” დასავლეთს ფაქტობრივად ივანიშვილის წინააღდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს. ეს სკანდალური განცხდება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მას შემდეგ, რაც შვეიცარულმა ბანკმა ბიძინა ივანიშივლის კუთვნილი ფულის მიცემაზე უარი უთხრა, მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ადგილი აქვს “კოორდინირებული ქმედებებს”, რომლის მიზანიც შესაძლოა, საქართველოს ომში ჩართვა იყოს.