მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირდა – პედაგოგი “დღის ამბების” ეთერში რეგიონებში მცხოვრები ხალხის განწყობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოებას ცვლილებები სურს.
ლადო აფხაზავა ქართველ ხალხს დამკვირვებლად დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ 26 ოქტომბერს პოლიტიკურ პროცესებში თითოეული ადამიანის აქტიური ჩართულობაა საჭირო.
”დავრეგისტრირდი არა მარტო მე, არამედ ბევრი ადამიანი რეგიონებიდან. მიხარია, რომ ადამიანები უფრო მეტი შემართებით ჩაერთნენ “დაიცავი შენი ხმის” კამპანიაში. მე და ირმა გორდელაძე სოფელ-სოფელ, კარდაკარ დავდივართ და ხალხს მოვუწოდებთ, რომ არჩევნებზე მივიდნენ. საოცარი განწყობაა საზოგადოებაში, უნდათ ცვლილებები.”
ცნობისთვის, მესამე სექტორმა სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა ევროკავშირს” შექმნა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა უფლება, სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემთხვევაში, გადამწყვეტ არჩევნებს დააკვირდეს.