“ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ ათწლეულით გავიყინებით, ან დავიხევთ უკან – ამის შესახებ ტელეწამყვანი, დავით გორგილაძე საუბრობს და აცხადებს, რომ საკუთარი არჩევანის დასაცავად საარჩევნო უბანზე დამკვირვებელი იქნება.
ჟურნალისტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბერს რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება ძალაუფლებას არ დაკარგავს, საქართველო ევროპულ ვექტორს ვერ დაუბრუნდება.
”არის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი და თითოეულ ჩვენგანს აქვს გაცნობიერებული, რომ არჩევნების შემდეგ თუკი ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც არის, მაშინ არაფერს ფასი აღარ ექნება. მე მგონი იმის განცდა, რომ ეს პერიოდი და 2024 წლის არჩევნები არის ისტორიულად მნიშვნელოვანი და “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ, დიდი ალბათობით, რამდენიმე ათწლეულით გავიყინებით, ან დავიხევთ უკან, ამის განცდა ადამიანებში გაჩნდა მასობრივად. ისინი ხვდებიან, რომ საკუთარი საქმის კეთებით რაღაცები აღარ გამოვა და საჭიროა, რომ უფრო მეტი სამოქალაქო აქტივიზმი გაჩნდეს”, – ამბობს დავით გორგილაძე.