ქართველებს ბევრი მაგარი კაცი გვყავდა, თუმცა დიმიტრი შევარდნაძის მაგვარი თითზეა ჩამოსათვლელი. მარა დღემდე ამ კაცს ერთი ძეგლი ან ბიუსტი ვერ ვაღირსეთ. სამაგიეროდ ლამისაა ბომჟები დავასაფლავოთ მთაწმინდაზე… პატარა დეტალი მისი ბიოგრაფიიდან -დიმიტრი შევარდნაძე მიუნხენის აკადემიაში სწავლობდა მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაგრად მუშაობდა საკუთარ თავზე, მაგრადაც უჭირდა. ერთხელ დრეზდენის სურათების გალერეაში შევარდნაძე კორეჯოს ფერწერული ტილოს ,,წმინდა ღამის” ასლს აკეთებდა, იმ დროს გალერეაში მყოფი რუმინეთის მეფე, ხელოვნების დიდი მოტრფიალე და კოლექციონერი დიტოს ოსტატობამ აღფრთოვანებაში მოიყვანა.