“ვფიქრობ, რომ თქვენმა ოლიგარქმაც და ჩვენმა მთავრობამაც კენიელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს”, – ასე ეხმაურებიან კენიელი გარემოსდამცველები ივანიშვილის ბაობაბების გახმობას. მათ ამის შესახებ “მთავარ არხთან” ისაუბრეს.
”ის რასაც ყვებით, დაუჯერებელია. დაუჯერებელი, მაგრამ მოსალოდნელი. ამ სიტუაციის თავიდან აცილება შეიძლებოდა. გახსოვთ ალბათ რამხელა წინააღმდეგობა იყო ადგილობრივებისა და გარემოსდამცველების მხრიდან. სამწუხაროა, რომ მიუხედავად აასეთი პროტესტისა კენიის მთავრობამ მაინც დართო ნება, რომ ეს ბაობაბები საქართველოში წაეღოთ. მათ გადათხარეს ჩვენი სოფლები, ჩაჭრეს ელექტროსადენები და ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობა მოწყვეტილი იყო სამყაროს. ჩვენ სულ გვაინტერესებდა, გაიხარა თუ არა ამ ხეებმა ბოტანიკურ ბაღში და ახლა გავიგეთ, რომ გახმა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ბაობაბის სამშობლო არის აქ, კენიაში. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ კორუფციული გზებით ეს მაინც მოხდა. ამიტომ მე ძალიან დამწუხრებული ვარ. იმედია ეს გაკვეთილი იქნება და მსგავსი რამ არასოდეს მოხდება. ჩვენ არ ვიცოდით ,ვინ იყო ადამიანი ვინც თხრიდა, ჩვენს ხეებს. მაგრამ ვიცოდით, რომ ის მდიდარი ოლიგარქი იყო. რა თქმა უნდა ეს ბაობაბები გახმებოდა. ისინი კენიის სხვა რეგიონში რომ გადარგო იქაც ვერ გაიხარებს, აღარაფერს ვამბობ დედამიწის სხვა წერტილში მათ გადატანაზე. ეს სიგიჟე იყო თავიდანვე, და შეურაცხმყოფელია, რომ მთავრობა ისე გვექცეოდა, თითქოს სულელები ვიყავით. რა თქმა უნდა იყო კორუფციული გზები და მოსყიდვაც. ვფიქრობ რომ თქვენმა ოლიგარქმა და ჩვენმა მთავრობამაც, კენიელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ” – ამბობს კენიელი გარემოსდამცველი.
”მთელი ეს პროცესი თავიდანვე უკანონო იყო. იყო ბევრი პრობლემა. კენიის ხელისუფლებამ ბევრ რამეზე დახუჭა თვალი და რა თქმა უნდა ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო. ხეების გახმობა, შეიძლება ბევრი რამის ბრალი იყოს. მათ შორის, განსხვავებული კლიმატური პირობების და ხანგრძლივი მგზავრობის, მაგრამ არამც და არამც ჩვენი პროტესტის და ჟურნალისტების. საერთოდ როგორც წესი ეს უკანონო რაღაცები ყოველთვის ცუდად მთავრდება. ალბათ ამ ამბავში სხვა მხარეც არსებობს. ჩვენთვის ბაობაბები წმინდა ხეებია. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ხეები აუცილებლად გახმებოდა. იყო რა თქმა უნდა კორუფციაც. თავად ინვესტორმა და შემდეგ მყიდველმა, ალბათ ბევრ ადამიანს გადაუხადა ქრთამი მთავორბაში, რათა ეს უკანონო შეთანხმება შემდგარიყო. ვიცი რომ მყიდველი მდიდარი ადამიანია, მილიარდელია. კენიაში კი მდიდარ ადამიანებს ბევრი რამ ეპატიებათ. მათ შორის სერიოზული დანაშაულებიც. ალბათ, ამ კაცმაც მოისყიდა ჩვენი მთავრობა და ეს უკანონო ჩაადენინა.” – ამბობს კიდევ ერთი გარემოსდამცველი .