BBC: უკრაინამ კურსკის საბრძოლო მოქმედებებში ბრიტანული ტანკებიც გამოიყენა

გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოდან ერთ-ერთმა წყარომ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული Challenger 2-ის ტიპის ტანკები უკრაინამ კურსკის იერიშის დროს გამოიყენა.

მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინას გადაცემული ბრიტანული შეიარაღების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვა არ აქვს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, უკრაინას “აშკარა უფლება” აქვს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ გადაცემული შეიარაღება საკუთარი თავდაცვისთვის გამოიყენოს და ეს პოლიტიკა ხელისუფლებაში ლეიბორისტების მოსვლის შემდეგ არ შეცვლილა.

“გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის ფარგლებში, უკრაინას რუსეთის არალეგალური იერიშების წინააღმდეგ თავის დაცვის აშკარა უფლება აქვს, რაც რუსეთის შიგნით [სამხედრო] მოქმედებებს არ გამორიცხავს”. – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share