“უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს” – ზელენსკი

“უკრაინას სუჯაზე სრული კონტროლი აქვს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ იქ სამეთაურო პუნქტს აყალიბებენ. ზელენსკი ამას გენერალ სირსკიზე დაყრდნობით საუბრობს.

თავად სირსკი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის კონტროლქვეშ იმყოფება 82 დასახლებული პუნქტი 1150 კვადრატული კილომეტრის ფართობზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share