მმართველი გუნდი ჟურნალისტებზე თავდასხმას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის შეკითხვამ გააღიზიანა.
ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ “კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”, რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს – “გულისამრევი” და “სამარცხვინო”.
“არახამია არის არაკაცი. კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგე, ნუ კანკალებ… არ გრცხვენია? შენ ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი… გადი აქედან.. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინო ხარ. სამარცხვინო ხარ, ტფუ”- თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტმა მას აუხსნა, რომ ლეგიტიმური კითხვები ჰქონდა და შეურაცხყოფის გარეშე გაეცა პასუხი, რაზეც კობახიძემ ასე უპასუხა:
“ქალი აღარ ხარ რა, ქალის სახე დაკარგე… პირი მოწმინდე, რომ ლაპარაკობ, სირცხვილია. ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა რა, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს, სააკაშვილს გავხარ პირითაც”, – თქვა კობახიძემ.