ქადაგების დროს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვინც პოლიტიკური მოღვაწეა, ყველას უნდა, თვითონ გაიმარჯვოს და უმრავლესობა მოიპოვოს.
მეუფემ ახალგაზრდებს თხოვნით მიმართა, არავის მისცენ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ.
მთავარეპისკოპოსმა არჩევნებში უცხოეთის ჩარევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ვისაც არ ეზარება, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ერევა“
”უცხოეთიც შეეცადოს, არჩევნებში ნაკლებად ჩაერიოს. იტყვიან, არ ვერევითო, მაგრამ ვისაც არ ეზარება, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა ერევა. როგორ შეიძლება, რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას იმაზე კარგი უნდოდეს ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ, ქართველებს გვინდა? ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება უცხოეთში არავის აქვს.
იმის ნაცვლად, უცხოეთი გვეხმარებოდეს, რომ ერთმანეთში შუღლი კი არ გავაღვივოთ, არამედ შევამციროთ, პირიქით, უმატებს და უმატებს. არჩევნები მოდის და ახალგაზრდებს ვთხოვ, არ გამოგიყენონ და მერე, უცხოეთი იძულებული იქნება, ქართველი ხალხის ნებას დაჰყვეს და ჩვენთან ურთიერთობა ჰქონდეს. დიდი მომავალი და პერსპექტივა გვაქვს“,- თქვა მეუფემ.