უკრაინის ჯარები კურსკის რეგიონში თავდაცვით სტრუქტურებს აშენებენ. კიევი არ გეგმავს ამ ტერიტორიის ანექსიას, მაგრამ რუსეთისთვის მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დევიდ კოენმა მერილენდის შტატში, ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, “ამ ოპერაციის მნიშვნელობა მხოლოდ მომავალში გახდება ნათელი“.
კოენმა რუსეთის კურსკის რეგიონში, უკრაინის ოპერაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის ჯარები აპირებენ კურსკის რეგიონში ტერიტორიის შენარჩუნებას “გარკვეული ვადით“.
ამავე დროს, მან დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს მოუწევს “გაუმკლავდეს ამ მოვლენების რეზონანსს საკუთარ საზოგადოებაში“.