ლანჩხუთში, შშმ პირს აქციებში მონაწილეობის გამო ზონდერები დაესხნენ თავს – ქაცარავა

პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ ლიდერი დავით ქაცარავა სოცქსელში წერს, რომ ლანჩხუთელ ვლადიმერ ბეროზაშვილს, რომელიც შშმ პირია, აქციებში მონაწილეობის გამო, ზონდერები დაესხნენ თავს:

”ლანჩხუთში ახალგაზრდას ზონდერები დაესხნენ თავს, სცემეს, ცხვირი გაუტეხეს, ექიმებმა სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და პოლიციელებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.
ეს ახალგაზრდა შშმ პირია, Vladimer Berozashvili, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
ისევ საზოგადოება თუ დაიცავს ამ ახალგაზრდას.” – წერს ქაცარავა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share