პარალიზებული ოზურგეთი – მზადება ივანიშვილის დასახვედრად

პარალიზებული ოზურგეთი – ქალაქში საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული. ოზურგეთის ცენტრში მოძრაობა აკრძალულია და ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ეს ყველაფრი კი მხოლოდ იმიტომ, რომ გურიაში ოლიგარქს ელოდებიან. ივანიშვილი ოზურგეთს საკუთარი დაჯავშნილი აკვარიუმით ეწვევა, თუმცა ამის მიუხედავად, ქალაქში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

ოლიგარქი გურიაში ხვალ ჩადის, თუმცა საგანგებო ზომები სამი დღით ადრე მიიღეს და ყველაფერი გადაკეტეს. ადგილზე ელოდებიან “ქართული ოცნების” სცენის მთავარ ატრიბუტს – მინის ჯავშანს, რომლის უკანაც ივანიშვილი თავს ყველაზე დაცულად გრძნობს. მათ შორის საკუთარი ამომრჩევლებისგანაც, რომელთა საგანგებო მობილიზებაც ხვალინდელი შეხვედრისთვის მთელი გურიის მასშტაბით უკვე დაწყებულია.

ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share