ისტორიული პროცესი ჩხუბისა და დაპირისპირების ფონზე – 9 საათზე მეტია გამჭვირვალობის კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავენ. ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში ერთმანეთს მედიისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტები, ვინც კანონის ერთ-ერთ საფრთხეს მედიაორგანიზაციების გაუქმებაში ხედავენ, ამბობენ, რომ ეს არის ბრძოლა პუტინის წესებით.
ასეთი მნიშვნელობის დავა საკონსტიტუციო სასამართლოს, პრაქტიკულად, არ განუხილავს. მოსარჩელეები პლენუმს უხსნიან, რომ აუცილებელია რუსული კანონის მოქმედება შეჩერდეს არჩევნებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებს სანდოობა ვერ ექნება.
მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლებიც. “დატესტეთ, იქნებ არ გაყენებთ ზიანს, – უპასუხეს მათ იუსტიციის სამინისტროს ჩინოვნიკებმა.