უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქში წინ წაიწიეს. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით გამართულ შტაბის სხდომაზე განაცხადა, დაიკავეს ხუთი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს
„კურსკის მიმართულებით გრძელდება შეტევითი ოპერაცია. დღე-ღამეში ჩვენი ძალები ცალკეულ მიმართულებებზე ორ კილომეტრამდე წინ წაიწიეს, კონტროლი დაამყარეს ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შემდეგ გრძელდება.