“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს არის საუკუნის პროცესი და როგორ გადაწყდება საქმე, ამას არჩევნებზე საბედისწერო გავლენა ექნება.
ნაცვლიშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სასამართლომ არჩევნებამდე შეაჩეროს კანონის მოქმედება, რადგან ის ყოველდღიურად იწვევს ზიანს.
”საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს არის საუკუნის პროცესი. ბევრი დავა განუხილავს ამ სასამართლოს, მაგრამ ამ სიმძიმის და სახელმწიფოს მომავალზე, ამ გავლენის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხილავს. ეს არის საუკუნის პროცესი. როგორ გადაწყდება საქმე, ამას არჩევნებზე საბედისწერო გავლენა ექნება. ჩვენ იმიტომ მოვედით საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ არჩევნებამდე შეაჩეროს სასამართლომ ამ კანონის მოქმედება. თუ არ შეაჩერებს, ის ყოველდღიურად იწვევს შეუქცევად ზიანს. ვინც ამ კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს ეს არის ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს. სხვა შემთხვევაში მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ნაცვლიშვილმა დასძინა, რომ კანონმა მოქმედება უკვე დაიწყო და ბოლო დღეების განმავლობაში ადამიანები სამოქალაქო სექტორს “შიშის გამო“ ტოვებენ.